1874 წელს საგარეჯოში ჩამოვიდა დაწყებითი ტიპის ორკლასიანი სკოლის გასახსნელად ილია ჭავჭავაძის მეგობარი და თანამოაზრე, ალექსანდრე ცხვედაძე, რომელიც სათავეში ჩაუდგა სკოლის გასახსნელად შესაფერისი შენობის აშენებას,მას მხარში დაუდგა პროგრესიულად მოაზროვნე ადგილობრივი აზნაური მთელი გარე-კახეთის დიამბეგი სპირიდონ ჯაბადარი და საგარეჯოს მამასახლისი ზურაბ მაკანტალაშვილი.გამოინახა შესაფერისი მიწის ნაკვეთი, ეგრეთწოდებული ბაზრის უბანში და საგარეჯოელი გლეხებების შრომითი მონაწილეობით ერტ წელში აშენდა სკოლის შენობა.
1875 წლის 20 ოქტომბერს სკოლა საზეიმოთ გაიხსნა, რომლის პირველ გამგე-მასწავლებლად ალექსანდრე ცხვედაძე დაინიშნა.ეს თარიღი ითვლება საგარეჯოს რაიონში და საერთოდ მთელ გარე-კახეთში სახალხო განათლების დაწყების თარიღად. სკოლა ოთხწლიანი და ორგანყოფილებიანი იყო, სკოლა აძლევდა გლეხების ბავშვებს დაწყებით განათლებას.
საგარეჯოს დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებელმა საგარეჯოში იმოღვაწევა 1874 წლიდან 1889 წლამდე და მან ნათელი კვალი დატოვა საგარეჯოს კულტურულ-საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიაში.ალექსანდრე ცხვედაძემ საგარეჯოში და საერთოდ მთელ გარე-კახეთში საფუძველი ჩაუყარა ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს, სახალხო თეატრს, სამომხმარებლო კოოპერაციას, საბანკო-საკრედიტო საქმეს და ბევრ სხვა სასარგებლო საქმეს.მისი ხელმძღვანელობით საგარეჯოში შეიქმნა მოზარდი მოსახლეობისათვის წერა-კითხვის უცოდინართა სალიკვიდაციო სკოლა, ქალებისათვის ჭრა-კერვისა და ფარდაგების საქსოვი სკოლა-საწარმო.
1921 წელს საგარეჯოს დაწყებითი სკოლა შვიდწლედათ გადაკეთდა, ხოლო 1927 წელს საშუალო სკოლად.
1937 წლეს საგარეჯოში აშენდა სამსათულიანი ახალი სასკოლო შენობა,რომელიც 1939 წლიდან გადაკეთდა პედაგოგიურ ტექნიკუმად, ხოლო 1943 წლიდან კვლავ საშუალო სკოლად.
1963 წლს საგარეჯოს რაიონში დაარსდა ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი, რომელმაც იარსება 2009 წლამდე.
2000 წელს საგარეჯოში დაარსდა კერძო სამართლის ქართულ-ინგლისური უმაღლესი ---კოლეჯი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სალხელით.
დღესდღეობით საგარეჯოში ფუნქციონირებს: 4 საჯარო სკოლაა, 1 კერძო სკოლა, 2 კოლეჯი და 2 ბაგა ბაღი.
#2 საჯარო სკოლა
#3 საჯარო სკოლა
#4 საჯარო სკოლა
ილია ჭავჭავაძის სახელობის კოლეჯი
თამარ გარეჯელის სახელობის კერძო სკოლა
No comments:
Post a Comment