თვალთხევი
საგარეჯოს ძველად ,,თვალი’’ ერქვა. დღეს საგარეჯოს ძველ
სახელს იმ დიდი ხეობის სახელი გვახსენებს, რომელიც საგარეჯოს ორ ნაწილად ჰყოფს–თვალხევი.მის
კალაპოტში მომდინარე, იმავე სახელწოდების მდინარე იმდენად წყალუხვი ყოფილა რომ ათეულობით
წისქვილს ამუშავებდა. მისი წყალი თევზითაც უხვად ამარაგებდა საგარეჯოს მოსახლეობას,ზაფხულში
სამჯერადად რწყავდა ბაღჩა–ვენახებს, ხეხილის ბაღებს.
მდინარე თვალთხევიდან გამომდინარე ნაკადულები ულამაზეს
და ეგზოტიკურ გარემოს უქმნიდა ბაღ– ვენახებში ჩაფლულ წითელი კრამიტით გადახურულ
ოდა–სახლებს, ერთიან ბაღნარად ქცეულ მიწიერ
ედემად აქცევდა დაბა–სოფელს.
ისტორიული წყაროები მე-18 საუკუნეში სოფელს თვალს უწოდებდნენ,
რაც სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით წყლის სათავეს და სილამაზის სინონიმსაც ნიშნავდა, ხოლო შემდეგ სოფელს სახელი შეეცვალა და საგარეჯო ეწოდა ნიშნად დავით გარეჯის
უდიდესი კომპლექსის საკუთრებისა და,, თვალი ‘’თანდათან დავიწყების ბურუსში ჩაიძირა,
მხოლოდ მდინარის ხეობას და ერთ სამლოცველოს ,,თვალწმიდა გიორგისღა’’ შერჩა ეს სახელი.
მდინარე ,,თვალთხევი’’ შუაზე ყოფს საგარეჯოს, ამიტომ ,,თვალთხევის’’ მარჯვენა სანაპირო გაღმაუბნად იწოდება,ხოლო მარცხენა
–გამოღმა სანაპირო–საგარეჯოდ. მდინარე ,,თვალთხევი’’თავისი აუზით ერთ–ერთი დიდი და
გრძელი მდინარეა მთელ გარე კახეთში, რომელიც სათავეს იღებს ცივ –გომბორის მთებში
,,დათვის საცხვრეში’’, მეორე შტო კი ,,ლეწინში’’– ქურდოვანიძეების მთის ძირში.
ამ ორ შტოს შუა დევს ,,რაზიას ‘’მთა, ამ მთების ჩრდილო
მხრიდან,, კისისხევის’’ სათავე იწყება, რომელიც მდინარე ალაზნის შენაკადია.
თვალთხევის შენაკადებია: ქობთხევი, რომელიც ფშავლის ნადგომრებიდან გამოდის. ქობთხევს
მეორე პატარა ხევიც ერთვის და ორივე ეს ხევი თვალთხევს ერთვის მარჯვენა მხრიდან.
ბებერი კლდის მხრიდან გამოდის და მახიასთან ერთვის თვალთხევს
ერთი პატარა ხევიც მარცხენა მხრიდან.
თვალთხევი ძველთაგანვე წყალუხვი მდინარე იყო, მაგრამ
მას შემდეგ, რაც საგარეჯოს მოსახლეობა გაიზარდა და კომუნიკალური მეურნეობაც ქალაქის
ტიპის მეურნეობად გადაიქცა, თვალთხევის შემდინარე
წყაროები კომუნალური მეურნეობის საკუთრებად, თვალთხევი კი მშრალ ხევად იქცა. მასში
წყალი მხოლოდ ზამთრისა და გაზაფხულის უხვნალექიან პერიოდში თუ მოედინება.
თვალთხევს ძველთაგანვე კვებავდა მთის პატარ– პატარა წყაროები, მაგრამ მისი მთავარი მკვებავი
არის ტყე –პარკ,,სათავიდან ‘’და გაზაფხულობით მახიაზე გამომდინარე წყალუხვი, დიდი დებეტის
მქონე წყაროები.
რაც შეეხება გაზაფხულისა და ზაფხულს პირველ ნახევარში მოსულ დიდ წვიმებს, ისინი ისე განრისხდებოდნენ ხოლმე, რომ მისი სანაპიროები
ვეღარ იტევდა მთებიდან გამომდინარე ღვარცოფიან
თქეშს, რომ აქ მცხოვრებ მოსახლეობას დიდ სტიქიურ უბედურებად ატყდებოდა თავზე. ხალხის
ხსოვნამ და ისტორიულმა წყაროებმა შემოინახა გარეჯული ქრონიკები, როცა განრისხებულმა
თვალთხევმა დიდი უბედურება დაატეხა მის ორივე სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას. ეს
თარიღები 1883 და 1895 წლებში ფართოდ ასახა მეცხრამეტე საუკუნის ისეთმა გაზეთებმა,
როგორიც იყო დიდი ილიას ,,ივერია’’ და საქვეყნოდ
ცნობილი ,,დროება.’’ აქ მცხოვრები ასეულობით კომლი გლეხობა აიყარა და უფრო უსაფრთხო
ადგილებზე დაიდო ბინა.
მდინარე თვალთხევს გაღმაუბანში მარჯვენა მხრიდან ერთვის
საკმაოდ აბეზარი შენაკადი– ,,ტოპეშაურასხევი’’, რომელიც სათავეს იღებს წმინდა შიოს
და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მთიდან ,,ტოპეშაურასხევს’’ ერთვის გაღმაუბანში საღორიის
ანუ კოტომაანთ ხევი, რომელიც სათავეს იღებს
ტოპონიმ ,,კოცნძეულის’’ მიდამოებში. ამ შენაკადებს გარდა, თვალთხევს კვებავს ,,ტიკიაურა’’,
რომელიც თვალთხევს ერთვის მინდორ ,,კოსტაფეს
‘’მიდამოებში, თვალთხევის თანამგზავრი ღელეები იყო ,,დოდოს ჭალა ‘’,,ლეკიაურა’’ და
სხვა ღელეები, რომლებიც ქალაქის მოსახლეობამ დაჯაბნა და თავის საკარმიდამოებად გადააქცია. ისე კი როცა ბუნება ,,განრისხდება’’
ხოლმე და გადაუღებელი წვიმები თავს აიწყვეტავს, ქალაქის ბუნებრივი კონფიგურაცია ერთიან
ხეობად გადაიქცევა ხოლმე.
როცა სტიქია აბობოქრდება თვალთხევს ,,მხარს უბავს ‘’ხოლმე
მისი აბეზარი მეტოქე ,,წიფლისხევი’’, რომელიც სათავეს იღებს ასევე ცივგომბორის მთებში,
ცივ– კოდის მიდამოებში. თურმე, ყოფილა შემთხვევა, როცა სტიქიის გამო ისე მომხდარა,
რომ ეს ორი ხეობა გაერთიანებულა და საკმაოდ დიდი ზარალიც მიუყენებია საგარეჯოსთვის.
გაღმა უბანი
ქალაქი საგარეჯო განფენილია
მდინარე თვალთხევის ორივე სანაპიროზ ეარსებულ მთებს შორის მოთავსებულ ტაფობზე და მისი
განფენილობა ჯვარს მოგვაგონებს. ამ ჯვრის მარჯვენა ფრთა თვალთხევიდან ნინოწმინდის მიმართულებით
მიემართება, ხოლო მარცხენა ფრთა თვალთხევიდან აღმოსავლეთით გიორგიწმინდისკენ არის მიმართული,
ხოლო ამ ჯვრის ღერძი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა განფენილი.
ქალაქს ძველთაგანვე
შუაზე ჰყოფდა მდინარე თვალთხევი. ჩრდილოეთიდან, ჩრდილო დასავლეთიდან და ჩრდილო აღმოსავლეთიდან
ქალაქს ზემოდან დაჰყურებს ტყით შემოსილი მთები -ბებერი კლდე, თავწმინდა გიორგისა და
ელია წინასწარმეთყველის მთები.
გაღმაუბანი იწყება
ტყე-პარკ “სათავიდან” და მთავრდება ნინოწმინდის საზღვართან “ქანანას” ხევის მარცხენა
სანაპიროთი.
გაღმაუბანი გეოგრაფიულად დანაწევრებულია პატარ-პატარა ღელე-ხევებით,
რომლებიც სათავეს იღებენ წმინდა ელია წინასწარმეტყველის მთიდან. ამ ღელე - ხევებიდან ყველაზე
მოზრდილია ტოპეშაურას და კოტომაანთ ხევები, რომლებიც გაღმაუბანშივე ერთიანდებიან და
ერთვიან მდინარე თვალთხევს.
ისტორიულ წარსულში
გაღმაუბნელები უფრო ჩრდილოთით ცხოვრობდნენ წმინდა ელია წინასწარმეტყველის მთის სამხრეთის
და ჩრდილო-სამხრეთის ფერდობებზე, სადაც ახლა გაღმაუბნელთა და საგარეჯოელთა სასაფლაოებია
განლაგებული, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან გაღმაუბნელები უფრო დაბლა ვაკობზე
ჩამოსახლდნენ, სადაც ახლაც ცხოვრობენ.
გაღმაუბანს ადრე, წინასაუკუნეებში
“გაღმა თვალს” უწოდებდნენ, ვინაიდან არსებობდა გამოღმა “თვალიც” და ამ დიდ დაბა-სოფელს
კრებითად მრავლობით რიცხვში მოიხსენიებდნენ. ისე კი , ორივე დასახლებას “თვალნი” ეწოდებოდა
. ხოლო მას შემდეგ , ე.ი მეთჳრამეტე საუკუნისა ბოლოდან ახლანდელ საგარეჯოს ჩამოცილდა
ტოპონიმი “თვალნი” და დავით გარეჯის მონასტრების აღმნიშვნელად ეწოდა “საგარეჯო” , ამის
შემდეგ მის მარჯვენა სანაპიროს გაღმაუბანი დაერქვა.
გაღმაუბნის მოსახლეობა
ეთნიკურად მთლიანად ქართველებისგან შედგებოდა და უბან-უბანკომპაქტურად იყო დასახლებული
გვარების მიხედვით. ეს გვარები იყო შაქარაშვილები,
მამამთავრიშვილები, ციციშვილები, კურდღელაშვილები, როსტიაშვილები, ქურთიშვილები, კავთუაშვილები,
მამარდაშვილები, ფურცელაძეები, ურდულაშვილები, ლაფერიშვილები , სულიკაშვილები, ტიგინაშვილები,
თულაშვილები, მათიაშვილები, ჩეკურაშვილები, კვერაშვილები, ჭიაურელები, დარისპანაშვილები
და სხვები.
ეპარქიულად გაღმაუბნელთა
ნაწილი ნინოწმინდელი ეპისკოპოსისმრევლში შედიოდნენ, ნაწილი კი დავით გარეჯის მონასტრის
ყმები იყვნენ.
გაღმაუბნელებს დიდი
და სახელოვანი ისტორია აქვთ. მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში, როდესა ცმთელ ქართლ-კახეთს
რისხვად დაატყდა შაჰ-აბასის მრისხანე შემოსევები, ომშჲ გადარჩენილი და ტყვედ აყვანილი
საგარეჯოელები ირანის პროვინცია მაზანდარაში გადაასახლეს, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი გაღმაუბნელები
საქართველოს სხვადასხვა პროვინციიდან ჩამოსახლდნენ მეჩვიდმეტე საუკუნის შუა წლებიდან.
გაღმა “თვალელთა” მატერიალური
კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია წმინდა შიოს , “ყვავიანის ღვთისმშბლის” , “პეტრე-პავლეს”
და ღვთისმშობლის ეკლესიები. ამათგან, როგორც მაღალი არქიტექტურული ღირსების მქონე ეკლესია
პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაა, რომელიც 1710-1712 წლებში აღაშენა დავით გარეჯის
სახელოვანმა წინაპარმა ონოფრე მაჭუტაძემ (1690-1736წ.წ). ონოფრე მაჭუტაძე თავის ერთ-ერთ
ანდერძში აღწერს , რომ მან “ნადარბაზევზე” აღაშენა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია
და შეამკო ხატითა , სიწმინდის ნიშნებითა და წიგნებითა .
ეკლესია მშენებლობის
უნატიფესი სტილითაა აშენებული და ამ ეკლესიაში 1930-იან წლებამდე უწყვეტად აღევლინებოდა
წირვა-ლოცვა, რომელსაც დეკანოზის ხარისხში ხელდასმული მოძღვარნი სწირავდნენ. აქვე,
პეტრე-პავლეს ეკლესიის გვერდით არსებობდა კეთილმოწყობილი მარანი და სასტუმრო დავით
გარეჯის ბერებისათვის. სამწუხაროდ, ეს მაღალი სტილის არქიტექტურული ნაგებობა მიტოვებული აქვს საქართველოს საპატრიაქოს და იქ წირვა-ლოცვა არ ტარდება.
გაღმაუბანმა საუკუნეების
მანძილზე მრავალი ღირსეული მამულიშვილი მისცა საქართველოს.
დღევანდელი გაღმა უბნელები
ამაყობენ თავისი წიაღიდან გამოსული ისეთი მამულიშვილებით როგორებიც არიან მსოფლიოს
მრავალგზის ჩემპიონი, ბეჭდაუდებელი ფალავანი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი
ლევან თედიაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი დარისპანაშვილი, პროფესორი ალექსანდრე
ურდულაშვილი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი-კერამიკოსი შოთა ციციშვილი, საქვეყნოდ
ცნობილი კინო რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, პროფესორი თეზიკო სულიკაშვილი, პოეტი დავით
ტიგინაშვილი და სხვ.
გაღმაუბნელები ცნობილი
მოჭიდავეები იყვნენ ძველთაგანვე, მაგრამ ,სამწუხაროდ, ხსოვნამ მხოლოდ ზოგიერთების
სახელები შემოინახეს, დღესაც ლეგენდადაა ქცეული “თამარაანთ კოლას” -ნიკოლოზ თულაშვილის
მოხდენილი ჭიდაობა.
გაღმაუბნელებს “თაქლელებსაც”
უწოდებენ , მაგრამ ბევრმა არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ამ სიტყვას ქიზიყელები ხმარობენ
და სწორედ ქიზიყიდან გადმოსახლებულმა ტიგინაშვილებმა შემოიტანეს ხმარებაში. “თაქლა”
ნიშნავს მოუფიქრებელს, პირში მთქმელს, ამაყს, რომელიც მოუფიქრებლად სიმართლეს პირში
მიახლის მოპაექრეს.
რატომ დაერქვა საგარეჯო
მდინარე: წყარი: ჭალა: გორა:
თვალთხევი პაპას წყარო სახოხბის ჭალა შუაგორა
წიფლისხევი მახიას წყარო ივრის ჭალა კოშკისგორა
ტიკიაურა კოდის წყარო წოპწოპინაგორა
ღელე თუშის წყარო ფანოზიანთგორა
ლეკიაურა
ქალაქის იერსახე
ქალაქის ინფრასტრუქტურა თანდათან იცვლებოდა
ახლო მომავალში დაგეგმილია ქალაქის ცენტრის ევროპული სტანდარტებით მოწყობა.

გამოყენებული ლიტერატურა :
1)ალექსანდრე ელერდაშვილის წიგნი "საგარეჯო" (მოკლე ისტორიული ნარკვევი)
2) გაზეთი "გარეჯის მაცნე" ოქტომბერი 2013წ.
3) რომან ზუკაკიშვილი"იცოცხლე დიდხანს"
ტიკიაურა
ქალაქ საგარეჯოში გამავალ ხეებს შორის ერთ–ერთი ,,აბეზარ’’ ხევს წარმოადგენს
ტიკიაურა, რომელიც სათავეს იღებს ქალაქის ჩრდილოეთით ,,მთავვარმოწამის’’ქვემოთ, ქურხულების სასაფლაოსა და ,,წმინდა მარინეს’’ ეკლესიის ბოლოს. შემდეგ გაივლის
,,ნაცვლიაანთ გორასა’’ და ,, ქვლივიძეების
უბანს’’შორის და გაემართება ქალაქის ცენტრისაკენ,გადაკვეთს დავით აღმაშენებლის ქუჩას,
ჩაივლის ჭავჭავაძის, კახეთის ქუჩებს,გადაკვეთს რესპუბლიკური მნიშვნელობის საავტომობილო
გზატკეცილს და გეზს ,,კოსტაფისაკენ’’ აიღებს.
საინტერესოა ტოპონიმ ,,ტიკიაურას’’ ეტიმოლოგიაც, რომელიც ხეობის ადიდების დროს დაერქვა. ადიდებულ
ხევს თან მოჰქონდა ერთ–ერთი ოჯახიდან მოტაცებული ღვინით სავსე ტიკი...თუ ადრე ტიკიაურა
ადიდების დროს დიდ ზიანს აყენებდა საგარეჯოს, ახლა ბეტონის არტახებშია ჩამჯდარი, მოთვინიერებულია და როგორი წყალდიდობაც არ უნდა იყოს, მშვიდად არის ქალაქის მოსახლეობაც.
საუკუნეების მანძილზე მე–6 საუკუნის პირველი ნახევრიდან გარე
კახეთის ზოგიერთ სოფელთან ერთად თვალი წარმოადგენდა გარე კახეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი
უდიდესი სამონასტრო ცენტრის, გარეჯის ფეოდალურ სა– გარეჯ–ო მამულების მესაკუთრეს და
ამიტომ დროთა მანძილზე გარე კახეთის მეორე სახელწოდება საგარეჯ–ო ანუ გარეჯის ქვეყანაც ერქვა.
მე–15 საუკუნის დოკუმენტებში ტერმინი –ტოპონიმი საგარეჯო
უკვე აღიარებული სახელწოდებაა და დოკუმენტებში ჯერ თვალ–საგარეჯოდ იხსენიებოდა, ხოლო
მე–19 საუკუნის დასაწყისში თვალი სულ ჩამოსცილდა და დარჩა საგარეჯო.
საგარეჯოს სამოურაომ უდიდეს აღმავლობას მიაღწია მე–17
საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა დაიწყო შაჰ აბასის მიერ განადგურებული და იავარქმნილი
გარე–კახეთის მეორედ დასახლება. თვითონ სოფელი
თვალი (საგარეჯო) ისე იყო განადგურებული, რომ აქა–იქ თუ შეხვდებოდით ტყე–ბუჩქნარით
დაფარულ ნასოფლარში სასწაულით გადარჩენილ ქართველს.
ონოფორე მაჭუტაძე დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში,
სადაც მოსახლეობა შედარებით მჭიდროთ იყო დასახლებული, ხალხს მოუწოდებდა ჩამოსახლებულიყვნენ
შაჰ-აბასის მიერ იავარქმნილ გაპარტახებულ კახეთში, პირველად ხალხი შიშით ერიდებოდა კახეთში
ჩამოსახლებას, მაგრამ შემდეგშიმე–17 საუკუნის ბოლოს და მე–18 საუკუნის დასაწყისში ხალხმა
მასობრივად იწყო ჩამოსახლება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
პირველები ვინც
სოფელ თვალზე მოისურვეს დასახლება იყვნენ მთიანეთიდან, ქურუხის ხეობიდან ჩამოსახლებული
ქურხულები, მათ მოყვნენ ასევე ჭიათურის ხეობიდან
ჩამოსახლებული ჭიაურელები, ირანიდან გადმოსახლებული ჯაბადრები და სხვები.
ონოფრე მაჭუტაძემ,
თვალზე და ნინოწმინდაში აღადგინა პირველ რიგში თავდაცვითი ნაგებობები, საგარეჯოს ციხე. ასევე შეაკეთა დანგრეული ციხეები მანავსა და ხაშმზე.
ონოფორე მაჭუტაძის სახელთანაა დაკავშირებული სოფელ თვალზე
გაღმაუბანში წმ. შიოს ყვავიანის ღვთისმშობლის ეკლესიების აღდგენა და ახალი, კეთილმოწყობილი ტაძრის აგება გაღმათვალზე
ნადარბაზევის გორაზე. მონასტრების მოძღვარმა მოძებნა და თვალზე ახალი ეკლესიის ასაშენებლად
მოიწვია ბეძენი ხურორთმოძღვრები და 1710–1712 წლებში ააშენა უმშვენიერესი არქიტექტურული
ძეგლი პეტრე – პავლეს ეკლესია. იმ დროს აშენდა მთიულეთიდან ახლად ჩამოსულთა ხარჯითა
და შრომით მონაწილეობით ლაშარის ჯვრის ეკლესია . ონოფრე მაჭუტაძის ხემძღვანელობით აღდგენილი
იქნა სოფელ თვალზე ნათლისმცემლის, წმ. დოდოს და ზემოუბანში ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის ეკლესია.
პეტრე–პავლის ტაძრის მახლობლად ააშენა ღვინის მარანი
და სასტუმრო ბერებისთვის.
ონოფრე მაჭუტაძე ითვლება საგარეჯოს ხელახლა აღმაშენებლად.
მან დიდხანს იცოცხლა და გარდაიცვალა 1736 წელს. დაკრძალულია ს. თვალზე( საგარეჯოში)თავისივე
მიერ აშენებული პეტრე– პავლეს ეკლესიის მოშორებით 5–6 მეტრზე.
გარე– კახეთს სწორედ ონოფრე მაჭუტაძის ღვაწლით მეორე
სახელად საგარეჯო ეწოდა, ხოლო გარე–კახეთის ყველაზე დიდ სოფელს თვალს– საგარეჯო. ეს
სახელი შერჩა, როგორც მთელ მხარეს, ისე ამ მხარის თავსოფელს თვალს. ახლა საგარეჯოს
ძველი სახელწოდებიდან შემორჩა საგარეჯოზე ჩამომდინარე მდინარეს– თვალთხევი. ასევე ერთ–ერთი
უძველეს სალოცავს თვალ–წმინდა გიორგის ეკლესია
ქალაქის მრავალფეროვანი კლიმატი
საგარეჯოს უკიდურეს სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის კლიმატური სხვაობა შეიმჩნევა. ტემპერატურის სხვაობა მათ შორის დაახლოებით 4-5 გრადუსი. ამ ყველაფერს რელიეფი განაპირობებს.
როცა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ნალექი თოვლის სახით მოდის, სამხრეთ ნაწილში წვიმს.
ქალაქის ტერიტორიაზე გავრცელებული ტოპონომები
ნასოფლარი: მთა: კლდე: ტყე:
სათივარი ჩიცი ბებერი კლდე სათავე
ჟატი ელიას მთა ლოლოს ტინები დათვის საცხვერე
მელიქაური სათონეები
ტყე ვაკე
სათონეები
ქალაქის მრავალფეროვანი კლიმატი
საგარეჯოს უკიდურეს სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის კლიმატური სხვაობა შეიმჩნევა. ტემპერატურის სხვაობა მათ შორის დაახლოებით 4-5 გრადუსი. ამ ყველაფერს რელიეფი განაპირობებს.
როცა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ნალექი თოვლის სახით მოდის, სამხრეთ ნაწილში წვიმს.
ქალაქის ტერიტორიაზე გავრცელებული ტოპონომები
ნასოფლარი: მთა: კლდე: ტყე:
სათივარი ჩიცი ბებერი კლდე სათავე
ჟატი ელიას მთა ლოლოს ტინები დათვის საცხვერე
მელიქაური სათონეები
ტყე ვაკე
სათონეები
მდინარე: წყარი: ჭალა: გორა:
თვალთხევი პაპას წყარო სახოხბის ჭალა შუაგორა
წიფლისხევი მახიას წყარო ივრის ჭალა კოშკისგორა
ტიკიაურა კოდის წყარო წოპწოპინაგორა
ღელე თუშის წყარო ფანოზიანთგორა
ლეკიაურა
ქალაქის იერსახე
ქალაქის ინფრასტრუქტურა თანდათან იცვლებოდა
ახლო მომავალში დაგეგმილია ქალაქის ცენტრის ევროპული სტანდარტებით მოწყობა.
გამოყენებული ლიტერატურა :
1)ალექსანდრე ელერდაშვილის წიგნი "საგარეჯო" (მოკლე ისტორიული ნარკვევი)
2) გაზეთი "გარეჯის მაცნე" ოქტომბერი 2013წ.
3) რომან ზუკაკიშვილი"იცოცხლე დიდხანს"
კუთხური გამონათქვამები
:) საგარეჯოელების სიტყვის სკივრი:
„ბჯო!“
- ბიჭო!
„მა რა!“ - აბა რა!
„ჯიგარო“ -
საყვარელო
„შაქრუა“ - შაქრო
„ბაბუა“ - ბებია
„ცეტი“ - გიჟი/სულელი
„კართოფილო“ - კარტოფილი
„ძალაზე“ - ძალიან
„დაბზინებული“ – მსუქანი და ლამაზი
„შიფანერკა“ - ძველი ვიტრინებიანი კარადა
„ტაფორა“ - ცული
„დაბელგეი“ - საპატარძლო ნიშნობის ბეჭედი მიუტანეს
„მშვიდობით მუხლი მოიყარე“ - მშვიდობიანად იმშობიარე
„დამარმარებული ვენახი“ - კარგად მოვლილი ვენახი
No comments:
Post a Comment