Monday, November 4, 2013

                                      მომღერალი  -- ირინა ბაირამაშვილი
 ვიდეო იხილეთ ლინკზე --->>http://www.youtube.com/v/CNj15M-fGvc?version=3&autohide=1&autohide=1&autoplay=1&feature=share&showinfo=1&attribution_tag=n7OQdodJ4ymfsSzb-X2N_A

                                                                                                                                                                                                                                                                                                             

      მომღერალი -- ნ.ჭანტურიან #2 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ქოქიაური 



 ვიდეო იხილეთ ლინკზე --->http://www.youtube.com/v/7tgA1Xp5qGY?version=3&autohide=1&showinfo=1&autohide=1&autoplay=1&feature=share&attribution_tag=Gb49KiBeawGQEmGlMbQbUQ
                                                                                                                                                                                                                                                                                                                

                სპორტსმენი და მსახიობი -- ლევან თედიაშვილი





































სპორტსმენი ----->http://www.youtube.com/v/hDIsB9id4h8?autohide=1&version=3&autohide=1&autoplay=1&feature=share&attribution_tag=RRzfBJVvC1lXR2LLgy-Bcw&showinfo=1
მსახიობი ------>http://www.youtube.com/v/LetCyDdyZws?version=3&autohide=1&showinfo=1&autoplay=1&feature=share&attribution_tag=q5CgqJ5SubiQbyemQj5BQw&autohide=1


                                                                                                                                                                                                                                                                                                                


              საგარეჯოს სახალხო თეატრის მსახიობი --  პაატა ქვლივიძე



ვიდეო იხილეთ ლინკზე --->http://www.youtube.com/v/LES_zYFet7I?version=3&autohide=1&feature=share&autoplay=1&autohide=1&attribution_tag=8viZzKQobRIbLnk03DVhXQ&showinfo=1

ვიდეო იხილეთ ლინკზე --->http://www.youtube.com/v/mPLcZlMdCLk?version=3&autohide=1&feature=share&autohide=1&attribution_tag=L8SMi6QiHB2uf_GAbHzM5w&showinfo=1&autoplay=1


                                                                                                                                                                                       

Wednesday, October 30, 2013


                                                            თვალთხევი

საგარეჯოს ძველად ,,თვალი’’ ერქვა. დღეს საგარეჯოს ძველ სახელს იმ დიდი ხეობის სახელი გვახსენებს, რომელიც საგარეჯოს ორ  ნაწილად ჰყოფს–თვალხევი.მის კალაპოტში მომდინარე, იმავე სახელწოდების მდინარე იმდენად წყალუხვი ყოფილა რომ ათეულობით წისქვილს ამუშავებდა. მისი წყალი თევზითაც უხვად ამარაგებდა საგარეჯოს მოსახლეობას,ზაფხულში სამჯერადად რწყავდა ბაღჩა–ვენახებს, ხეხილის ბაღებს.
მდინარე თვალთხევიდან გამომდინარე ნაკადულები ულამაზეს და ეგზოტიკურ გარემოს უქმნიდა ბაღ– ვენახებში ჩაფლულ წითელი კრამიტით    გადახურულ  ოდა–სახლებს, ერთიან ბაღნარად ქცეულ მიწიერ  ედემად აქცევდა დაბა–სოფელს.
ისტორიული წყაროები მე-18 საუკუნეში სოფელს თვალს უწოდებდნენ, რაც სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით წყლის სათავეს და სილამაზის სინონიმსაც ნიშნავდა,  ხოლო შემდეგ სოფელს სახელი შეეცვალა  და საგარეჯო ეწოდა ნიშნად  დავით გარეჯის  უდიდესი კომპლექსის საკუთრებისა და,, თვალი ‘’თანდათან დავიწყების ბურუსში ჩაიძირა, მხოლოდ მდინარის ხეობას და ერთ სამლოცველოს ,,თვალწმიდა გიორგისღა’’ შერჩა ეს სახელი.
მდინარე ,,თვალთხევი’’ შუაზე ყოფს  საგარეჯოს, ამიტომ ,,თვალთხევის’’  მარჯვენა სანაპირო გაღმაუბნად იწოდება,ხოლო მარცხენა –გამოღმა სანაპირო–საგარეჯოდ. მდინარე ,,თვალთხევი’’თავისი აუზით ერთ–ერთი დიდი და გრძელი მდინარეა მთელ გარე კახეთში, რომელიც სათავეს იღებს ცივ –გომბორის მთებში ,,დათვის საცხვრეში’’, მეორე შტო კი ,,ლეწინში’’– ქურდოვანიძეების მთის ძირში.
ამ ორ შტოს შუა დევს ,,რაზიას ‘’მთა, ამ მთების ჩრდილო მხრიდან,, კისისხევის’’ სათავე იწყება, რომელიც მდინარე ალაზნის შენაკადია.
თვალთხევის შენაკადებია: ქობთხევი,  რომელიც ფშავლის ნადგომრებიდან გამოდის. ქობთხევს მეორე პატარა ხევიც ერთვის და ორივე ეს ხევი თვალთხევს ერთვის მარჯვენა მხრიდან.
ბებერი კლდის მხრიდან გამოდის და მახიასთან ერთვის თვალთხევს ერთი პატარა  ხევიც მარცხენა მხრიდან.

თვალთხევი ძველთაგანვე წყალუხვი მდინარე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საგარეჯოს მოსახლეობა გაიზარდა და კომუნიკალური მეურნეობაც ქალაქის ტიპის მეურნეობად  გადაიქცა, თვალთხევის შემდინარე წყაროები კომუნალური მეურნეობის საკუთრებად, თვალთხევი კი მშრალ ხევად იქცა. მასში წყალი მხოლოდ ზამთრისა და გაზაფხულის უხვნალექიან პერიოდში თუ მოედინება.
თვალთხევს ძველთაგანვე კვებავდა მთის  პატარ– პატარა წყაროები, მაგრამ მისი მთავარი მკვებავი არის ტყე –პარკ,,სათავიდან ‘’და გაზაფხულობით მახიაზე გამომდინარე წყალუხვი, დიდი დებეტის მქონე წყაროები.
რაც შეეხება გაზაფხულისა და  ზაფხულს პირველ ნახევარში მოსულ დიდ წვიმებს, ისინი   ისე განრისხდებოდნენ ხოლმე, რომ მისი სანაპიროები ვეღარ იტევდა მთებიდან გამომდინარე  ღვარცოფიან თქეშს, რომ აქ მცხოვრებ მოსახლეობას დიდ სტიქიურ უბედურებად ატყდებოდა თავზე. ხალხის ხსოვნამ და ისტორიულმა წყაროებმა შემოინახა გარეჯული ქრონიკები, როცა განრისხებულმა თვალთხევმა დიდი უბედურება დაატეხა მის ორივე სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას. ეს თარიღები 1883 და 1895 წლებში ფართოდ ასახა მეცხრამეტე საუკუნის ისეთმა გაზეთებმა, როგორიც იყო დიდი ილიას  ,,ივერია’’ და საქვეყნოდ ცნობილი ,,დროება.’’ აქ მცხოვრები ასეულობით კომლი გლეხობა აიყარა და უფრო უსაფრთხო ადგილებზე დაიდო ბინა.
მდინარე თვალთხევს გაღმაუბანში მარჯვენა მხრიდან ერთვის საკმაოდ აბეზარი შენაკადი– ,,ტოპეშაურასხევი’’, რომელიც სათავეს იღებს წმინდა შიოს და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მთიდან ,,ტოპეშაურასხევს’’ ერთვის გაღმაუბანში საღორიის ანუ  კოტომაანთ ხევი, რომელიც სათავეს იღებს ტოპონიმ ,,კოცნძეულის’’ მიდამოებში. ამ შენაკადებს გარდა, თვალთხევს კვებავს ,,ტიკიაურა’’, რომელიც თვალთხევს ერთვის მინდორ  ,,კოსტაფეს ‘’მიდამოებში, თვალთხევის თანამგზავრი ღელეები იყო ,,დოდოს ჭალა ‘’,,ლეკიაურა’’ და სხვა ღელეები, რომლებიც ქალაქის მოსახლეობამ დაჯაბნა და თავის საკარმიდამოებად  გადააქცია. ისე კი როცა ბუნება ,,განრისხდება’’ ხოლმე და გადაუღებელი წვიმები თავს აიწყვეტავს, ქალაქის ბუნებრივი კონფიგურაცია ერთიან ხეობად გადაიქცევა ხოლმე.
როცა სტიქია აბობოქრდება თვალთხევს ,,მხარს უბავს ‘’ხოლმე მისი აბეზარი მეტოქე ,,წიფლისხევი’’, რომელიც სათავეს იღებს ასევე ცივგომბორის მთებში, ცივ– კოდის მიდამოებში. თურმე, ყოფილა შემთხვევა, როცა სტიქიის გამო ისე მომხდარა, რომ ეს ორი ხეობა გაერთიანებულა და საკმაოდ დიდი ზარალიც მიუყენებია საგარეჯოსთვის.
                                                                                                                                                                                                                                                                                                                

სკოლები

                                                           

    1874 წელს საგარეჯოში ჩამოვიდა დაწყებითი ტიპის ორკლასიანი სკოლის გასახსნელად ილია ჭავჭავაძის მეგობარი და თანამოაზრეალექსანდრე ცხვედაძერომელიც სათავეში ჩაუდგა სკოლის გასახსნელად შესაფერისი შენობის აშენებას,მას მხარში დაუდგა პროგრესიულად მოაზროვნე ადგილობრივი აზნაური მთელი გარე-კახეთის  დიამბეგი სპირიდონ ჯაბადარი და საგარეჯოს მამასახლისი ზურაბ მაკანტალაშვილი.გამოინახა შესაფერისი მიწის ნაკვეთი, ეგრეთწოდებული ბაზრის უბანში და საგარეჯოელი გლეხებების შრომითი მონაწილეობით ერტ წელში აშენდა სკოლის შენობა.

      1875 წლის 20 ოქტომბერს სკოლა საზეიმოთ გაიხსნა, რომლის პირველ გამგე-მასწავლებლად ალექსანდრე ცხვედაძე დაინიშნა.ეს თარიღი ითვლება საგარეჯოს რაიონში და საერთოდ მთელ გარე-კახეთში სახალხო განათლების დაწყების თარიღადსკოლა ოთხწლიანი და ორგანყოფილებიანი იყო, სკოლა აძლევდა გლეხების ბავშვებს დაწყებით განათლებას.   

       საგარეჯოს დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებელმა საგარეჯოში იმოღვაწევა 1874 წლიდან 1889 წლამდე და მან ნათელი კვალი დატოვა საგარეჯოს კულტურულ-საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიაში.ალექსანდრე ცხვედაძემ საგარეჯოში და საერთოდ მთელ გარე-კახეთში საფუძველი ჩაუყარა ბიბლიოთეკა-სამკითხველოებსსახალხო თეატრს, სამომხმარებლო კოოპერაციასსაბანკო-საკრედიტო საქმეს და ბევრ სხვა სასარგებლო საქმეს.მისი ხელმძღვანელობით საგარეჯოში შეიქმნა მოზარდი მოსახლეობისათვის წერა-კითხვის უცოდინართა სალიკვიდაციო სკოლა, ქალებისათვის ჭრა-კერვისა და ფარდაგების საქსოვი სკოლა-საწარმო.

       1921 წელს საგარეჯოს დაწყებითი სკოლა შვიდწლედათ გადაკეთდახოლო 1927 წელს საშუალო სკოლად.

        1937 წლეს საგარეჯოში აშენდა სამსათულიანი ახალი სასკოლო შენობა,რომელიც 1939 წლიდან გადაკეთდა პედაგოგიურ ტექნიკუმად, ხოლო 1943 წლიდან კვლავ საშუალო სკოლად.

         1963 წლს საგარეჯოს რაიონში დაარსდა ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმირომელმაც იარსება 2009 წლამდე.

         2000 წელს საგარეჯოში დაარსდა კერძო სამართლის ქართულ-ინგლისური უმაღლესი ---კოლეჯი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს ილია ჭავჭავაძის სახელობის . საგარეჯოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სალხელით.

       დღესდღეობით საგარეჯოში ფუნქციონირებს: 4 საჯარო სკოლაა, 1 კერძო სკოლა, 2 კოლეჯი და 2 ბაგა ბაღი.



                                                                       #1 საჯარო სკოლა




#2 საჯარო სკოლა 


#3 საჯარო სკოლა


#4 საჯარო სკოლა


ილია ჭავჭავაძის სახელობის კოლეჯი


თამარ გარეჯელის სახელობის კერძო სკოლა